დღეს, 21 მაისს, სოფიკო ჭიაურელს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა.
სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.
ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში შექმნილი აქვს კომიკური და ტრაგიკული როლები, მისთვის დამახასიათებელი არტისტიზმით, ხასიათითა და სტილით, არაჩვეულებრივი პლასტიკით, განსაკუთრებული შტრიხებითა და დეტალებით.
სოფიკო ჭიაურელს დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით ეროვნულ არქივში გამოფებნა მიმდინარეობს.
ეროვნულ არქივში დაცულია ფოტოები, რომელიც მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. მათ შორის არის კინოსურათები სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით. არქივი ინახავს, ასევე, მსახიობის პორტრეტებს, თეატრალურ როლებსა და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოებს.
გამოფენა 25 მაისამდე გაგრძელდება