პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შესაწყალებლად 70 პატიმრის საქმე გადაეგზავნა, რომელთა შორის ხუთი ქალი და ერთი არასრულწლოვანია.
,,იდგა 109 ადამიანის განხილვის საკითხი ნახევარზე მეტს ჩვენ მივეცით თანხმობა. აქედან ქალები იყო 15 და აქედან ხუთს შეეხეო. არასრულწლოვანი მხოლოდ ერთი განვიხილეთ იმიტომ, რომ იმ ოთხიდან დანარჩენებს ჰქონდა უარყოფითი დახასიათება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ.
შეგახსენებთ, თავდაპირველად შეწყალების კომისიაში 104 პატიმრის საქმე იყო შესული. ამათგან. ხუთი ქალბატონის და ოთხი არასრულწლოვანის. შეწყალების კომისიის სხდომის დაწყებამდე, რომელიც დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა 104 პატიმრის საქმეს დამატებით ოთხი კიდევ დაემატა. საქმეები მძიმე დაავადების მქონე პირებს ეხებოდათ.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები ციხეს 26 მაისს დატოვებენ.