საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ გალერეას ცნობილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიროდან აცნობეს, ცერემონია 21 მაისს, 18:00 საათზე დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეროვნულ გალერეაში პირველად გამოიფინება დიმიტრი შევარდნაძის მიერ გადაღებული ფოტოები, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის რამდენიმე ფერწერული ტილო, ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები ირაკლი მახარაძის ფილმიდან „დიმიტრი შევარდნაძე", გამოქვეყნდება დიმიტრი შევარდნაძის პირადი წერილები; მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან - ბრძანება და ცნობა დიმიტრი შევარდნაძის დახვრეტის შესახებ.
ამავე დღეს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება ახალი კაფე, რომელიც ამიერიდან მუზეუმის ყველა დამთვალიერებელს უმასპინძლებს.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, მინისტრის მოადგილეები დავით ცხადაძე, მაკო ჭოღოშვილი, დიპლომატიური კორპუსი, მოწვეული სტუმრები.
დიმიტრი შევარდნაძის (1885-1937) სახელს უკავშირდება მხატვართა კავშირის პირველი მსგავსი ორგანიზაციის - ქართველ ხელოვანთა საზოგადოების დაფუძნება, იყო ეროვნული სამხატვრო გალერეის შექმნის ინიციატორი და მისი ხელმძღვანელი,