„ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა „ბოულინგ ცენტრალში" ჯასნაღი ცხოვრების დამკვიდრების მიზნით ბოულინგის ჩემპიონატი გამართეს. მასში მონაწილეობა „ახალაგზრდა ქრისტიან-დემორკატების" თბილისის რაიონული ორგანიზაციების 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.
ღონისძიებას მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძეც დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. აზარტი და გუნდური თამაში, ეს არის ის რაც ახალაგზრდებს არა მხოლოდ პოლიტიკური წარმატებების მიღწევაში არამედ ერთმანეთთან უკეთ დამეგობრებაში, დაახლოებაში, ერთმანეთის ანგარიშის გაწევაში ეხმარება"-განაცხადა გიორგი თარგამაძემ
მგავსი სახის ღონისძიებების გამართვას ახალაგზრდა ქრისტიან-დემოკრატები უახლოეს მომავაშიც გეგმავენ.