23 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება კრებულის "თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია" პრეზენტაცია.
ანთოლოგიაში შესულია 20 თანამედროვე ქართველი ავტორის ნაწარმოებების თარგმანები (გ. დოჩანაშვილი, ა. ქიქოძე, რ. გაბრიაძე, ნ. შატაიძე, ა. მორჩილაძე, ბ. ხარანაული, ლ. ბუღაძე, ზ. ბურჭულაძე, მ. მიქელაძე, მ. ბექაური, ზ. სამადაშვილი, ნ. ტეფნაძე, ა. კორძაია-სამადაშვილი, თ. დოლენჯაშვილი, ზ. ლეჟავა, კ. ჯანდიერი, დ. ქართველიშვილი, მ. ხერხეულიძე ი. ჯავახაძე, დ. დეფი).
აღნიშნული კრებული გავრცელდება აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მაღაზიათა ქსელში და ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურენოვანი მკითხველისთვის.
ახლო მომავალში სამინისტრო არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს ამერიკულ გამომცემლობასთან და თანამედროვე ქართველი ავტორების თარგმანების გამოცემათა სერია უფრო მრავალფეროვან ხასიათს მიიღებს.
გამოცემის ოფიციალურ პრეზენტაციას 2012 წლის 10 მაისს ქ. ვაშინგტონში კონგრესის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. წელსვე იგეგმება კრებულის პრეზენტაციები ლონდონსა და დუბლინში.
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ამერიკულ-ბრიტანული გამომცემლობა Dalkey Archive Press-ის მიერ აშშ-ში.