20 მაისს დაახლოებით 00.45 წუთზე, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლეთან 4 დაუდგენელი პირი თავს დაესხა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელს მამუკა ქარდავას.
"ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული განცხადებით, თავდამსხმელები მას ავტომანქანაში მაშინ ჩაუხტნენ, როდესაც სარკინიგზო გადასასვლეთან ავტობილი წინ მდგომი ავტომაქნის გამო გააჩერა. მანქანაში ჩხუბის დროს ავტომობილი შეეჯახა მგზავრთა მოსაცდელს. მამუკა ქარდავა თავდამხსმელებმა ხელკეტებით უმოწყალოდ სცემეს, რის გამოც ის ხობის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მიუხედავდ იმისა, რომ პოლიციისთვის ცნობილია მომხარდის შესახებ, ამ დრომდე არ მომხდარა მისი დაზარალებულის სტატუსით დაკითხვა.
"ხობში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული, ხელისუფლებაში მყოფი მაფიოზური კლანის რეალური სახე. მათ ისღა შეუძლიათ, რომ ბნელ ღამეში ქურდულად მიეპარონ ოთხნი და ხელკეტებით სცემონ ერთ ადამიანს. ასეთი ქმედებით მათი არსებობის დასასრული კიდევ უფრო სწრაფად ახლოვდება. ღამ-ღამობით თარეშსაც მალე მოეღება ბოლო და ყველა დამნაშავე - ბრძანების გამცემიც და აღმსრულებელიც კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ოქტომბერში გაიმარჯვებს და სამართლიანობას დაუყოვნებლივ აღადგენს, მაგრამ დღეს მოქმედ ხელისუფლებას კიდევ აქვს დრო, გონს მოეგოს და აღასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება.
"მივმართავთ ორი დღის უკან შექმნილ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ დანაშაულზე და მოსთხოვოს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ ყველა საჭირო ქმედება დამნაშავეების გამოსავლენად", - აცხადებს კოლაიცია.