გამთენიისას იტალიაში, ემილია-რომენიას მხარეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამე გაიზარდა.
დაშავებულია ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დროისთვის შეუძლებელია. სხვადასხვა მედიასაშუალებები 50-დან ასობით ადამიანს ასახელებენ.
სამი ადამიანი დაღუპულია ფერარას პროვინციაში, ბოლონიაში კი 37 წლის ქალი დაიღუპა.ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნანგრებეში მოყოლილი იყოს რამდენიმე ადამიანი.
იტალიაში ორი მიწისძვრა მოხდა. ერთი - 4,1 მაგნიტუდის (ადგილობრივი დროით 01:15 საათზე), ხოლო შემდეგ (04:04 საათზე) 6.0 მაგნიტუდის.
ეპიტცენტრი ქალაქ ბოლონიიდან 36 კმ-ში, 5.1 კმ. სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრამ, ფერარაში რამდენიმე ისტორიული შენობის ნგრევა გამოიწვია. მოდენაში დაზიანდა ეკლესია, სან ფელიცში კი ტაძარი ჩამოინგრა და სერიოზული ზიანი მიადგა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობას.
დაშავებულებს შორის არიან, თუ არა ქართველები ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ამ ეტაპზე სტიიქის ზონაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.