იაპონიის ეკონომიკა 2012 წლის პირველ კვარტალში 1%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მსოფლიოს მესამე ეკონომიკამ ზრდა დაიწყო.
ქვეყნის მშპ იანვრიდან მარტის ჩათვლით 4,1%-ით გაიზრადა წლიური გათვლებით ეს 0,6%-ით მაღალია ვიდრე ანალიტიკოსების მიერ წინასწარ გაკეთებული პროგნოზები.
იაპონიის მაჩვენებელი 2-ჯერ აღემატება აშშ-ის და ასევე გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის მაჩვენებლებს.