ბაქოში "ევროვიზია 2012" გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალი "EuroClub"-ში გაიმართა. კონკურსანტები "EuroClub"-ში ცალ-ცალკე გამოცხადნენ და წითელ ხალიჩაზე გაიარეს.
განსაკუთრებული შეხვედრა მაყურებლებმა აზერბაიჯანელ მომღერალს საბინა ბაბაევას და რუსულ ჯგუფს "ბურანელ ბებიებს" მოუწყვეს.
საქართველოს ევროვიზიაზე ანრი ჯოხაძე წარმოადგენს.
ცერემონიალზე კონკურსის ხელმძღვანელმა იან ოლა სანდმა სტურებს EuroClub-ის გახსნა მიულოცა და კონკურსანტებს წარმატებები უსურვა.
მისი თქმით, ბაქოში ყველა პირობაა შექმნილი ევროვიზიის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.
"ეს ევროვიზია დიდი ხანი დარჩება მაყურებელთა მეხსიერებაში", - განაცხადა სანდმა.
Baku Crystal Hall-ში სადაც კონკურსი გაიმართება 23 ათასი მაყურებელი ეტევა. 16 ათას მაყურებელს კი შესაძლებლობა ექნება სპეციალურ მონიტორებზე ადევნოს თვალი კონკურსის მიმდინარეობას.
კონკურის ნახევარფინალები 22-24 მაისს გაიმართება.
აზერბაიჯანმა ევროვიზიიის მასპინძლობის უფლლება გასულ წელს მოიპოვა, როდესაც მისმა წარმომადგენლებმა ელდარ გასიმოვმა და ნიგიარ ჯამალმა "ევროვიზია 2011"-ზე გაიმარჯვეს.