ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა საბოლოოდ ოქტომბერში დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 26 მაისს ქუთაისში ახალი პარლამენტის სხდომათა დარბაზი და ფოიე გაიხსნება. ამასთან, დასრულდება პარლამენტის შენობის ფასადის მშენებლობა.
"საბოლოოდ, ყველა კაბინეტი და შენობის გარშემო მდებარე პარკი პარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევის დროისთვის, ოქტომბერში იქნება დასრულებული", - აღნიშნულია პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.