დღეს, 20 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) პოეტ შალვა კარმელისა და "ცისფერყანწელთადმი" მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართება.
საღამოს წარუძღვება პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები და საზოგადო მოღვაწეები.
საღამო პოეტ თინათინ მღვდლიაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.