მეორე დღეა კემპ-დევიდში დიდი რვიანის სამიტი მიმდინარეობს. ლიდერებმა უკვე განიხილეს საერთაშორისო პრობლემები. მათ შორის - კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, ირანისა და სირიის.
"რვიანმა უკვე შეათანხმა პოზიცია ირანის ბირთულ პრობლემასთან დაკავშირებით", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
ლიდერები თანხმდებიან, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.
ორდღიანი ფორუმის მეორე დღე ეკონომიკის ენერგეტიკისა და კლიმატის სფეროში არსებულ პრობლემებს დაეთმობა.
ლიდერები ასევე გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს.