მოსკოვში ოპოზიციურ "სახალხო სეირნობაში" მონაწილე ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე საყრდენი პუნქტი რუსმა სამართალდამცავებმა დაურბიეს ახლა არბატის ქუჩაზე ბულატ ოკუჯავას ძეგლთან აპირებენ "გამაგრებას".
სამართალდამცავი ორგანოების წარმომაგენლები მათ სწორედ იქ აკავებენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მიზეზად "ამ ადამიანების მიერ ძეგლის კომპოზიციის დარღვევას და დემაგოგიით მოქალაქეთა ყურადღების მიპყრობას" ასახელებენ.
თვითმხილველთა განცხადებით ამ დროისათვის დაკავებულია ოპოზიციის 15-მდე წარმომადგენელი. მდგომარეობა დაძაბულია. აქციის მონაწილეები ამის გამო არც დისლოკაციის ადგილი შეცვლას გამორიცხავენ.