იტალიის ქალაქ ბრინძში კოლეჯის "მორვილო ფალკონეს" შესასვლეთან მომხდარი ორი აფეთქების ორგანიზატორი და შემსრულებელი, შესაძლოა, ადგილობრივი მაფია იყოს. აფეთქების მოწყობის მიზეზებს შესაძლო პოლიცია არ ასახელებს.
ამის შესახებ იტალიური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნიობით იუწყება. აფეთქების შედეგად 8 სტუდენტი დაიჭრა, მათ შორის ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ორი აფეთქება დილის 8 საათზე თითქმის სინქრონულად მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, განცხადებების დაფასთან იყო დამონტაჟებული.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სტუდენტები კოლეჯში მიდიოდნენ. სასწავლო დაწესებულებაში პანიკა შეიქმნა.