სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ძმა და მისი "მარჯვენა ხელი" მახირ ასადი მისი პირადი დაცვის ერთ ერთმა წევრმა მოკლა. წერს გაზეთი "აშ-შურუკი". ინფორმაციას ამის შეხებ აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდი" ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, მახირ ასადს ოცდაათი ტყვია ესროლეს, ამის შემდეგ იგი საავადმყოფოში მოათავსეს, დიდი ხნის განმვალობაში რეანიმაციაში იყო და შემდეგ გარდაიცვალა.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო საბჭოს ინფორმაციით, სირიაში, გასული წლის მარტიდან ანტისამთავრობო აქციების დაწყების შემდეგ 12 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.
სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ანტისამთავრობო განისვლების დროს დაღუპულია ორი ათასზე მეტი სამართალდამცავი და სამხედრო, რომელთა წინააღმდეგაც კარგად შეიარაღებული ბოევიკები იბრძვიან.