თბილისში ვიზიტით მყოფი, ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის (European Alliance of News Agencies - EANA) გენერალურმა მდივანმა ერიკ ნულენმა და დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო "Press Association"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლივ მარშალმა საქართველოში დევნილთა შესახებ ამომწურავი ინფოორმაცია მიიღეს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინსტროს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს სამინისტროს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხოორციელებული პროექტები.
საუბარი შეეხო დევნილების განსახლების პროცესებსა და მათი სოციალური მდგომარეობას.
დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო "Press Association"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლივ მარშალმა აღნიშნა, რომ დევნილების და მათი მდგომარეობის შესახებ ევროპაში ჯერაც არაა საკმარისი ინფორმაცია.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინსტროს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს პრობლემებით დაინტერესების გამო.
შეგახსსენებთ, რომ ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის (European Alliance of News Agencies - EANA) დელეგაციას ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" მასპინძლობდა.
მათ "ჯი-ეიჩ-ენში" გამართეს შეხვედრები. ასევე დაიმართა დიკუსია ქართული მედიის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში კლივ მარშალმა შეხვედრები გამართა დიპლომატიური კორპუსის და საქართველოში აკრედიტებული უცხოეური მედიის წარმომადგენლებთანაც.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე ნულენი და მარშალი ალიანის გენერალურ ასამბლეას წარუდგენენ მოხსენებას, რომელის საფუძველზედაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში. ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსი - EANA თავის რიგებში აერთიანებს ევროპის ქვეყნების ნაციონალურ საინფორმაციო სააგენტოებს. მათ შორის: AFP, Press Association, LUSA, EFE, ANSA, BTA, SDA, BELGA, ANP, DPA, RITSAU, APA, ITAR-TAAS, UKRINFORM, PAP და ა.შ..