იტალიის ქალაქ ბრინძში კოლეჯის "მორვილო ფალკონეს" შესასვლეთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 8 სტუდენტი დაიჭრა, მათ შორის ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ორი აფეთქება თითქმის სინქრონულად მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ განცხადებების დაფასთან იყო დამონტაჟებული.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სტუდენტები კოლეჯში მიდიოდნენ. სასწავლო დაწესებულებაში პანიკა შეიქმნა.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დანაშაულის შესაძლო ჩამდენებზე.