აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სადავო საკიეთხები არ არსებობს - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სადავო საკითხები არ არსებობს" - თქვა აზებაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ელმან აბდულაევმა, ამგვარად აკომენტარებს იგი ქართულ მედია საშუალებებში „დავით გარეჯის" სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
„სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საკითხი აზერბაჯანი-საქართველოს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის განხილვის საგანია და მხოლოდ და მხოლოდ ნორმატიულ-იურიდიული ხასიათის საკითხს წარმოადგენს." - განაცხადა აბდულაევმა.
მისი შეტყობინებით, აღნიშნული საკითხი აგრეთვე განიხილება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების მეთაურების მიერ. ელმან მამედიაროვი და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთს ჩიკაგოში, მინისტრების მონაწილეობით გამართულ ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდებიან. მისი სიტყვების მიხედვით, ჩიკაგოს შეხვედრაზე მინისტრები აგრეთვე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ სხვა მრავალ საკითხსაც განიხილავენ.