დღეს, 19 მაისს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი კონსერვატორიის სტუდენტების მონაწილეობით .
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორია რევაზ ტაკიძე.
კონცერტში მონაწილეობენ ანა მამისაშვილი (ვიოლინო), ნათია გუგულაშვილი (ვიოლინო), თამარ საკანდელიძე (ფლეიტა), კახი ჩარგეიშვილი (ფლეიტა), ალუდა თოდუა (ტენორი), ოთარ ნაკაშიძე (ბარიტონი), ნათია სტეფანიშვილი (სოპრანო), ნანა ძიძიგური (მეცოსოპრანო), ოთარ ჯორჯიკია (ტენორი), ნინო კუპრეიშვილი (ფორტეპიანო) და ალექსანდრე ჯულაყიძე (ფორტეპიანო).
პროგრამაშია: ბრამსის, შოსტაკოვიჩის, ვერდის, პუჩინის, შოპენის, ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.