დღეს, 19 მაისს, 13:00-იდან 20:00 საათამდე, გალერეა "ვაჩეში"გაიმართება თათო ავალიშვილის მრავალმხრივი ტექნიკით შესრულებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სახელწოდებით "ნოსტალგია".
ავტორი ნახევრადძვირფასი ქვებისა და მურანული შუშის გარდა, წინა საუკუნიდან შემონახულ ფურნიტურას, ლენტებს, ღილებს, მაქმანებს იყენებს. შემოქმედს უძველესი აქსესუარების საკუთარი კოლექცია აქვს, რომელსაც უნიკალური და ახალი ნივთების შესაქმნელად იყენებს.
სიახლის მოყვარულებს კი მინანქრის ტექნიკით დამზადებული ახალი ინტერპრეტაციის ხელნაკეთობებიც ელის. მინანქრის ავტორი ნუცა ავალიშვილი.
ნამუშევრები იქვე გაიყიდება. გალერეაში წარმოდგენილი ხელნაკეთობების ფასი 15-იდან 35 ლარამდეა.