სასამართლომ ქალს რომელიც მოსკოვში, წითელ მოედანზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზეინაპ სუიუპოვა მოსკოვში წითელ მოედანზე 2010 წლის დეკემბერში აფეთქების მოწყობის მცდელობაში ბრალდებულად აღიარეს. განცხადება ამის შესახებ დღეს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა.
"როლების გადანაწილების თანახმად ზეინაპ სუიუპოვას ტერაქტის უშუალო განხორციელება ევალებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მას საერთო რეჟიმის კოლონიაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა", _ განაცხადა მარკინმა.
გეგმის მიხედვით, ზეინაპ სუიუპოვა და ბანდის კიდევ ერთი წევრი ზავჟატ დაუდოვა 2010 წლის 31 დეკემბერს დაახლოებით 20:00 საათზე ტაქსით მოსკოვიც ცენტრში უნდა მისულიყვნენ და თავის უნდა აეფეთქებინათ. თუმცა მათ ამის განხორციელება ვერ შეძლეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა სასტუმროში ამოქმედდა რომელშიც ისინი გაჩერდნენ. მაშინ როდესაც დაუდოვა ასაფეთქებელ მოწყობილობას ტანზე იმაგრებდაბომბი თავად ამოქმედდა და ქალი ადგილზე დაიღუპა.
"ზეინაპ სუიუპოვამ ასევე ვერ შეძლო ტერაქტის განხორციელება. აფეთქებს ადგილზე სასტუმროში მან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამცველი დაკარგა, რომლის არარსებობის შემთხვევაში ბომბის ამოქმედება შეუძლებელი იყო. ამას გარდა, დაკარგა რა მობილური ტელეფონი და არ იცოდა სად იმყოფებოდა წითელი მოედანი იგი ბანდის წევრებს ვერ დაუკავშირდა და ასევე ვერ შეძლო კონკრეტული მითითებების მიღება ხელმძღვანელ დაუდოვისგან. ამის გამო მან მიიღო გადაწყვეტილება ავტობუსით გამგზავრებულიყო დაღესტანში ქალაქ ყიზლარში", _ აცხადებს მარკინი.
მისივე თქმით, ვოლგოგრადში დოკუმენტების შემოწმების შემდეგ ქალი მოსკოვში 2011 წლის 2 იანვარს გადაიყვანეს.