„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი სოფელ სანიორეს მოსახლეობას შეხვდნენ და მათ ადგილობრივ პრობლემებზე ესაუბრნენ. მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეოაბს,სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გააცნეს, რომელსაც "ქრისტიან-დემორკატები" საქართველოს პარლამენტში განსახილველად უახსლოეს მომავალში წარადგენენ.
მოძრაობის ლიდერების განცხადებით ადგილობრივებისთვის ყველაზე მწვავედ კომუნალური გადასახადების პრობლემა დგას. გაუმართავი ელექტროქსელების გამო მოსახლეობას დაუგროვდა ძველი დავალიანებები და მათ სამმაგი გადასახადების გადახდა უწევთ.
ასევე გლეხები ვერ ახერხებენ სახნავი მიწების დამუშავებას. მათთვის ხელმიუწვდომელია ტრაქტორები და სხვა ტექნიკა. სერვის ცენტრიდან ტრაქტორის გამოწერა კი გადასახადს სამჯერ აძვირებს. ადგილობრივებისათვის ასევე მწვავედ დგას საძოვრების, სარწყავი არხებისა და წყლმომარაგების პრობლემა.
"ბევრი მიმდინარე პრობლემაა რაც უკავშირდება საძოვრებს, უკავშირდება გამრიცხველიანების პრობლემას. თითო კომლს აქვს 30-დან 50-ლარამდე დამატებით სახის გადასახდელი, რასაც მათ ადგილობრივი ენერგო დისტრიპუტორი ახდევინებს. ჩვენ ამ თებემთან დაკავშირებით ვაპირებთ, როგორც მარეგულირებელ კომისიასთან ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან საუბარს, რათა რაც შესაძლებელია მოკლედროში მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები" განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა ასევე სტიქიით დაზარალებული რამდენიმე სოფელი მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ არსებულ პრობლემებს. მოძრაობის ლიდერის თქმით, „ეს არის ხელისუფლების უპასუხისმგებლობისა და წინდაუხედაობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი". „ქრისტიან-დემოკრატების" მტკიცებით ბიუჯეტში არის შესაბამისი თანხები, იმისათვის რომ მოხდეს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის პრევენცია.