სოხუმის სეპარატიტული რეჟიმი გალის რაიონიდან ქართველ მოწავლეებს მხოლოდ საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით გამოატარებს. ამის შესახებ გალის რეგიონში სერგეი ბაღაფშის ე.წ. რწმუნებულმა რუსლან ქიშმარიამ განაცხადა. 
მისი თქმით, საზღვარზე რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტია მოქმედებს და მათი გავლით მოსწავლეებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება. 
ენგურის ხიდზე ავტობუსის მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით კი ქიშმარიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება რაც საქართველო-აფხაზეთის საზღვარი სათანადოდ დაიწყებს ფუნქციონირებას. 
რუსმა ოკუპანტებმა და სოხუმის რეჟიმმა 2009 წლის დეკემბრის ბოლოდან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი მხოლოდ 4 პუნქტი დატოვეს. ნაბაკევი-ხურჩა, ოტობაია-განმუხური, საბერიოს მონაკვეთი და ენგურის ცენტრალური ხიდი. დანარჩენ პერიმეტრზე კი მოსახლეობას მიმოსვლა აეკრძალა. 
თბილისში აცხადებენ, რომ ამ საკითხს ქართული დელეგაცია აუცილებლად დააყენებს ჟენევის მოლაპარაკებების დროს.