კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, შ.პ.ს. ,,მენეჯმენტ სერვისის" ადვოკატები კონტროლის პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
"მენეჯმენტ სერვისს" ჰყავს ძალიან კომპეტენტური ადვოკატები. დღეს ერთ-ერთმა მათგანმა პრეზენტაცია წარუდგინა ელჩებს. ის, როგორც ჩემთვის ცნობილია, გაასაჩივრებს ჩაბარებულ დადგენილებას სასამართლოში კანონით დადგენილი წესით", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდეს.
,,როცა ამოიწურება ქვეყნის შიგნით, გასაჩივრების ყველა სამართლებრივი საშუალება შემდეგ ეს საქმე, როგორც თვითონ ადვოკატი ამბობს წავა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში", _ განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, კოლიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. Kკოალიციის ლიდერებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ,,მენეჯმენტ სერვისთან " დაკავშირებული პრობლემები გააცნეს.