ხვალ, 19 მაისს, 13:00 საათზე სსიპ „ჩერქეზული კულტურის ცენტრში", ამერიკელი პოლიტოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, პოლ ჰენზისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
პოლ ჰენზის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ჩერქეზული პრობლემატიკის შესწავლას. ღონისძიება, ასევე ემთხვევა მისი გარდაცვალების დღეს - 2011 წლის 19 მაისი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: სტუმარი აშშ-დან „საერთაშორისო ჩერქეზული კონსილიუმის" თავმჯდომარე, იად იაღარი, აშშ საელჩოს წარმომადგენლობა, ადგილობრივი ქართულ-ამერიკული სკოლებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობა, თბილისისა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესურა, საგანგებოდ მოწვეული სტუმრები, კავკასიის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება.