არასემეწარმეო კავშირ „ჩვენი ფშავი"-ის და „პოეზიის მეგობართა კლუბი"-ის ინიციატივით, მიმდინარე წლის 20 მაისს, 18.00 საათზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში „ფშაური ლექსის საღამო" გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ფშაური ლექსის წარსული და აწმყო. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფშავიდან და ფშავლებით დასახლებული ყველა რეგიონიდან ჩამოსული სახალხო მთქმელები, ფოლკლორული კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები, როგორებიც არიან:
ანსამბლი "ლაშარი", დები ნაყეურების ტრიო, თელავის კულტურის სასახლის მოცეკავავეთა ანსამბლი "მართვე" ზურიკო მამუკელაშვილი; ავტორ-შემსრულებელი სოსო პატარაშვილი,
ხალხურ საკარავებზე შემსრულებლები გვანცა ციგორშვილი და ერეკლე ჯიმშიტაშვილი და სხვანი.
სცენაზე ექსპრომტად შესრულდება განთქმული ფშაური კაფიობა ფშაველ მოკაფიეთა მონაწილეობით.
გარდა ამისა, სასახლის ფოიეში გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები ხელნაკეთი ნივთების სახით - თინათინ ნაყეურის ტრადიციული და სტილიზებული სამოსი და აქსესუარები, ნანი ხიზანაშვილის მხატვრულად დამუშავებული თექისა და ნატურალური მატყლის ნაწარმი, ხალიჩები და გობელენები.