ხვალ, 18 მაისს, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, 20-მდე ახალბედა დიზაინერის ჩვენება გაიმართება.
17-20 მაისს, "ბუდა-ბარ თბილისის" მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მოდის რიგით მეექვსე კვირეული tardeba. კვირეული დიზაინერ თამუნა ინგოროყვას კოლექციით და ბრენდ "მავის" აქსესუარებით შექმნილი ფოტოგამოფენით გაიხსნა. მოდის კვირეულში 9 საუკეთესო დიზაინერი მონაწილეობს. კვირეულს დახურავს დათუნა სულიკაშვილის შოურუმი.
ღონისძიებას წარმოადგენს ბანკი რესპუბლიკა, გენერალური სპონსორი - "ეკო-ფუდი"; მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და თბილისის სამხატვრო აკადემია.