23 მაისს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებენ კონფერენციათა ციკლს თემაზე "იდენტობა და კულტურა, კლოდ-ლევი სტროსის მემკვიდრეობა".
კონფერენციას დაესწრება მუზეოლოგი და პრეისტორიის სპეციალისტი ჟან-პიერ მოენი, რომელიც ჯერ სენ-ჟერმენის ანტიკური ხანის ეროვნულ მუზეუმს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი კე ბრანლის მუზეუმის კოლექციებისა და მემკვიდრეობის დეპარტამენტს. ამჟამად იგი ადამიანის მუზეუმის მუზეოგრაფიულ პროექტს უდგას სათავეში.