21 მაისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. გამოიფინება ტილოები, რომლებიც აქამდე მხოლოდ მხატვრის ოჯახში და კერძო კოლექციებში ინახებოდა.
გამოფენის პარალელურად, შედგება პროექტ "ქართული მხატვრობის" მეხუთე ალბომის -"ირაკლი ფარჯიანის" - პრეზენტაცია.
პროექტი ხორციელდება ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ, თიბისი ბანკსა და ჟურნალ "ტაბულასთან" ერთად. პროექტის ფარგლებში ყოველთვიურად ცნობილი ქართველი მხატვრების ალბომები გამოიცემა.
გამოფენა თიბისი გალერეაში 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.