ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოები და სახერხი საამქროები მართვის ელექტრონულ სისტემაზე მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან გადადიან.
ამისათვის ხე-ტყის გადამამუშავებელი ყველა საწარმო მიმდინარე წლის 31 მაისამდე ვალდებულია დარეგისტრირდეს (გაიაროს ავტორიზაცია) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ბუნებრივი რესურსების მართვის ელექტრონული სისტემაში მისამართზე: www.menr.gov.ge → სერვისები → ავტორიზაცია → ბუნებრივი რესურსები.
ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია ვიდეო-რგოლები, ბუკლეტი და სხვა მასალები. საჭიროების შემთხვევაში კი, "ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" ადგილობრივი სამსახურების სპეციალისტები მეწარმეებს სახერხი საამქროს რეგისტრაციაში დაეხმარებიან, ასევე ელექტრონული ჟურნალის წარმოების პროცედურების თაობაზე კონსულტაციებს გაუწევენ.