კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ხელისუფლება ,,ქართულ ოცნების" ოფისების გახსნა ხელს უშლის. ძიძიგური ამ ფაქტს, პოლიტიკურ დევნად აფასებს და დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
,,ქვემო ქართლში ხელისუფლება მაქსიმალურ პრობლემებს უქმნის პოლიტიკურ კოალიციას ,,ქართულ ოცნებას" ისეთ ელემენტარულ საკითხში, რაც არის ოფისების გახსნა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი და ჩვენ ამ მაგალითების შესახებ ინფორმირებული გვყავს მთელი დიპლომატიური კორპუსი, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები", _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც რუსთავის ოფისთან შექმნილ პრობლემაზე ისაუბრა.
,,რუსთავის ოფისთან დაკავშირებით, ფართი, რომელიც არის ბატონ მამუკა ბატკავასი ძალიან ბევრჯერ გახდა დავის საკითხი.Bბევრჯერ უკვე შეთანხმებული საკითხი უკან იქნა გადაწეული. Mმოხდა ოფისის პრეზენტაციის რამდენიმეჯერ გადადება. ჩვენ ახლა რუსთავში ამ ოფისში ვიმყოფებით, მაგრამ ბატონ მამუკას წინააღმდეგ ხელისუფლებამ დაიწყო დევნა. იყო მასზე პოლიტიკური ზეწოლა და ეს ზეწოლა დღესაც გრძელდება", _ განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და ჟურნალისტებს აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ზეწოლები არის თქვენი მხრიდან დასაფიქსირებელი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ბატონი მამუკა არის ჯანმრთელი ადამიანი, არ არის ნარკომანი, არა არის იარაღის შემნახავი, არც კონტრაბანდისტი,Aარც მისი ძმა არის ესეთი და არც მისი ოჯახისწევრები არიან ასეთები. Aამიტომ წინასწარ ვაცხადებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი, რომლებიც არს საქართველოში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც ბრძანდებიან ასევ საქართველოში იცოდნენ, რომ, თუ რაიმე ტიპის ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან ბატონ მამუკა წინააღმდეგ განხორციელდება ეს არის ნიმუში იმისა, როგორ აშინებენ განსაკუთრებით ქვემო ქართლში ჩვენი ოფისის მეპატრონეებს, მხარდამჭერებს და ა.შ", _ განაცხადა ძიძიგურმა.
ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას თავად მამუკა ბატკავაც ადასტურებს, რომელიც კოალიციის ოფისში იმყოფეოდა და ჟურნალისტებს ზეწოლის ფაქტების შესახებ ესაუბრა.
,,დამიბარეს რუსთავის პოლიციაში და მომიწყვეს დაკითხვა, სადაც დამაწერინეს, რომ მე ვთხოვდი ,,ქართულ ოცნებას" და გავაუქმებდი მათთან ხელშეკრულებას. Aამის შემდე ორი დღის უკან, ჩემთან სახლში მოსული იყო პოლიციის თანამშრომელი და დედაჩემი დაკითხეს. ჰკითხეს, რამდენი შვილი ჰყავს, რამდენი დედმამიშვილი ვიყავით, ვინ სად ცხოვრობს, სად მუშაობენ, იარაღი გვაქვს, თუ არა. ამასობაში მეც მოვედი სახლში და პოლიციის თანამშრომელმა ჩემი მანქანის ნომერი ჩაიწერა და მითხრა, რომ ასე დადიოდა სამეზობლოში და აღწერას ატარებდა. თუმცა მერე მე შევამოწმე სამეზობლოში, მაგრამ არავისთან არ იყო მისული", _ განაცხადა მამუკა ბატკავამ.
Mმისივე თქმით, ის უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს და ბიძინა ივანიშვილთან ერთად გეგმავს ქართული ოცნების ასრულებას.
,,მე არ ვაპირებ უკან დახევას, ვებმები ბრძოლაში. წაიღონ ის ქონება, რაც გამაჩნია. Mდღეიდან ვებმები ბრძოლაში ,,ქართული ოცნების" და ბატონ ბიძინა ივანიშვილის გვერდით დავდგები სიმართლის საპოვნელად", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მამუკა ბატკავამ.