რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენი მინდია გულია ბიძინა ივანიშვილის და `ნაცმოძრაობის~ დაპირისპირების შესახებ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური ფარსი და თამაშია.
უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი, ახალგაზრდობის საუკეთესო წლები მშობლიურ საქართველოში გამეტარებინა. იცის ქართველმა მკითხველმა, რომ არა საკუთარმა სურვილმა, არამედ თავსმოხვეულმა აფხაზეთის ომმა მაიძულა ჩემთვის სანუკვარი სოხუმი დამეტოვებინა.
"ჩემდა საბედნიეროდ, ფინანსურ რესურსებთან ერთად შინაგანი მზაობაც გამაჩნია _ დავდგე ჩემი სისხლისა და ხორცის გვერდით და ბოლო თეთრიც კი გავიღო ჩემს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. ვწუხვარ, რომ ჯერჯერობით საქართველოში ჩამოსვლის საშუალება არ მეძლევა, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს ამ თვალსაზრისით პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგა", - ამბობს გულუა და მიესალმება მის სახელთან ასოცირებული პარტიის - "განახლებული საქართველოსთვის - მიერ გაკეთებულ განაცხადს და მიიჩნევს, რომ პარტიამ ტესტი ჩააბარა.
"პარტიამ ტესტი ნამდვილად ჩააბარა _ რაც მთავარია, 12 მაისი გამოცხადდა ქართველთა, აფხაზთა და ოსთა შერიგების დღედ და დაფუძნდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დევნილთა პრობლემების ოპერატიულად მოგვარებაზე იმუშავებს. როგორც შეკრებაზე პირდაპირ ჩართვაში განვაცხადე, მე უცხოეთში მცხოვრები რიგითი ქართველი _ მინდია გულუა ფონდის ანგარიშზე ვრიცხავ 25 მილიონ დოლარს (უკვე მყავს ბევრი მხარდამჭერი ჩემი აფხაზი და ოსი კოლეგების სახით) და მოვუწოდე ქართველ მეცენატს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს გამოეჩინა გულისხმიერება და მიეღო მონაწილეობა აღნიშნული ფონდის ფორმირებაში", - აცხადებს გულუა და ამბობს, რომ იმედი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილი მის წინადადებას სიამოვნებით დათანხმდებოდა.
"ქართული ოცნების~ პრესპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მართალია ლეგენდები დადის ივანიშვილის მეცენატობაზე "მაგრამ რისთვის და რატომ აკეთებდა ამას, უკვე დღესავით ნათელია და მომავალში კიდევ უფრო "განათდება~.
"არავინ იფიქროს, რომ ბატონი ივანიშვილი დღევანდელი ხელისუფლების ჭეშმარიტი ოპონენტია. ღიად ვაფიქსირებ: ივანიშვილი და `ნაციონალური მოძრაობა~ ერთი მთელის ორი ნაწილია. აქედან გამომდინარე, მათი დაპირისპირება პოლიტიკური ფარსი და თამაშია. ივანიშვილის გეგმაში არ შედის გააერთიანოს პოლიტიკური სპექტრი და როგორც გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში ომახიანად აცხადებდა, პოლიტიკურ მოუსავლეთში გაამგზავროს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. მეტიც, მისი ოპოზიციონერობა წინასწარ დაწერილი სცენარია და არაფერი აქვს საერთო საქართველოს ინტერესებთან. რაც შეეხება მისი კოალიციის ე.წ. ლიდერების ნაბოდვარს (მაპატიეთ გამოთქმისთვის), რომ მე შეკრული ვარ საქართველოს ხელისუფლებასთან, დრო გამოაჩენს ვინ ვისთან, ან როგორ არის შეკრული", - აცხადებს გულია და კოალიციაში გაერთიანებულ "მოპოლიტიკოსო ელემენტებს" ურჩევს, ენას კბილი დააჭირონ, "თორემ მათგან განსხვავებით მე ნამდვილად მაქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ როგორ ყიდიან გროშებად საქართველოს ინტერესებს თავიანთი გახვრეტილი ჯიბეების შევსების სანაცვლოდ".
გულუა აცხადებს, რომ ივანიშვილი არ არის ე.წ. "ქართული პროექტი~. "თუ ვისი პროექტია იგი, ამას დრო დაადასტურებს".
"არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა ჩემი ინფორმაცია, მაგრამ მავანნი და მავანნი იმასაც ამბობენ, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე თითიდან გამოწოვილი მოტივით ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა. დამიჯერეთ, ბატონ ბიძინას არც პრემიერ-მინისტრობა უნდა და არც პრეზიდენტობა. მოქალაქეობის საკითხიც წინასწარ განზრახული ~შეცდომაა~ და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებიც წინასწარ დაგეგმილი აფერა, რაც საზოგადოების არარსებით საკითხებზე ყურადღების გადატანას ემსახურება", - აცხადებს გულუა.