კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში დაცულ 36 ექსპონანტს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №3/81 ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ცხადაძე აწერს, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა პ. ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალსა და დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში დაცულ ექსპონანტებს.
იმავდროულად, კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ოცდათექვსმეტივე ექსპონანტზე კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა დაევალა.