ეროვნულ მუზეუმში, კერძოდ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ ზოგიერთ ექსპონანტს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ამ ნივთების საზღვარგარეთ გატანა ხდება შესაძლებელი.
მთლიანობაში საუბარია 160 ექსპონანტზე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №3/80 ბრძანებულების თანახმად, რომელსაც მინისტრის მოავლეობის შემსრულებელი დავით ცხადაძე აწერს ხელს, კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ამ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა დაევალა.