სტრატეგიული სწავლება "კავკაზ-2012", რომელთა ჩატარებაც 17-23 სექტემბერს იმართება, იქნება ძირითადი ღონისძიება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მომზადებისა და იგი მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული არ არის. ეს განცხადება, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა გააკეთა.
მისი თქმით, წვრთნა "კავკაზ 2012" -ის განმასხვავებელი თავისებურება იქნება ის, რომ მათი ჩატარების სცენარის მიხედვით არ არის გათვალისწინებული ჯარების მნიშვნელოვანი დაჯგუფებების შექმნა".
"ჯარი პრაქტიკულად ყველა მოქმედებას გაივლის პოლიგონებზე: პრუდნი, კაპუსტინი, იარი, აშულუკი და რაევსკოე, რომლებიც სამხრეთ ფედერალური ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული", _ აცხადებს გენერალი.
იგი აღნიშნავს, რომ წვრთნა რუსეთის შეიარაღებული ძალების მომზადების 2012 წლის გეგმის მიხედვით ხორციელდება და იგი მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული არ არის. მისი ინფორმაციით, რუსეთის არმიის გარკვეულმა დანაყოფებმა ამ წვრთნის ჩასატარებლად მომზადება უკვე დაიწყეს.