აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ევროპისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის რეგიონალური ბიუროს დირექტორის მოადგილე ჰაოლიანგ ჟუ და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები მიიღო.
ლევან ვარშალომიძემ სტუმრებთან ერთად UNDP-ს მიერ აჭარაში განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ასევე, სამომავლო თანამშომბლობის საკითხებიც განიხილეს.
„მოხარულები ვართ, რომ ლევან ვარშალომიძეს შევხვდით და ერთობლივად განვიხილეთ ის პროექტები, რომლებსაც რეგიონში აჭარის მთავრობასთან ერთად ვახორციელებთ. მცირე დროში საქართველო სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით ბათუმი. ამიტომაც ვგეგმავთ მოვიცვათ ბევრი სფერო და რეგიონის კიდევ უფრო განვითარებაში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ,"-განაცხადა ჰაოლიანგ ჟუმ.
დღესვე დაგეგმილია სტუმრების ვიზიტი ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში. UNDP ბათუმში სხვადახვა პროექტებს ოთხი წელია ახორცილებს. იგი მოიცავს რეგიონალური ეკონომიკის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სექტორს - ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება, გარემოს დაცვა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და პროფესიული განათლება.