დღეს, 16 მაისს 17:00 საათზე ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრში "ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. მოხსენებას დოკუმენტის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური და კომიტეტის სპეციალისტი გიორგი საბედაშვილი წარმოადგენენ.
სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ჩერქეზული კულტურის ცენტრმაც (ალექსანდრე კვახაძე), ამიტომ მისი ფართო განხილვა პარლამენტის კომიტეტის გაერთიანებული სხდომის შემდეგ სწორედ ჩერქეზული კულტურის ცენტრში მოხდება.
პრეზენტაციას დაესწრებიან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები, სტუდენტები, კავკასიის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება.