17 მაისs, 14:00 სთ-ზე თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებიs" პრეზენტაციa გაიმართება.
პროექტს წარადგენს აშშ ელჩი საქართველოში ბატონი ჯონ ბასი.
პრეზენტაციას დაესწრება ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერი. მათ შორის, დავით გამყრელიძე, ირაკლი ალასანია, მიხეილ მაჭავარიანი, მანანა კობახიძე, დავით უსუფაშვილი, გიორგი თარგამაძე და სხვ.
პროექტის მიზანი დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა და წარმართვაა.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ცხრა ქალაქში უკვე გახსნილია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები. ეს ქალაქებია: ახალციხე, ბათუმი, გორი, ქუთაისი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი.
SegaxsenebT, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეებს სთავაზობს ადგილს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიების გასამართად.
2012 წლის აპრილის ჩათვლით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებით უკვე 20500-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.