ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით 109 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
კანონპროექტის განხილვისას, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს ქართულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის გამო ხორციელდება.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიღებული პროექტის თანახმად, "2014 წლის 1-el იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან, ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
ამავე საკონსტიტუციო პროექტის ფარგლებში იცვლება სადეპუტატო ასაკის ცენზიც და ის 25 წლიდან 21 წლამდე ჩამოდის.