კვიპროსზე რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავცელებს. მათივე ინფორმაციით, კვიპროსზე მდებარე რუსეთის ფედერაციის საელჩო ადგილობრივი ხელისუფლებიდან ნებართვას ელოდება იმისათვის, რათა გარდაცვლილის ცხედარი რუსეთში გადმოასვენოს. საელჩოს პრესატაშე აცხადებს, რომ ეს საკითხი მიმდინარე კვირის განმავლობაში გადაწყდება.
1967 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ვერა რასტორგუევა კვიპროსში ტურისტული ჯგუფის შემადგებლობაში ჩავიდა. 5 მაისს ქალი სასატუმროს ნომრიდან გამოვიდა. მისი ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ ადმინისტრაციამ განგაში ატეხა. მეორე დღეს ტურისტუს ცხედარი კურორტ ლიმასოლის არქეოლოგიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
"ქალი მასზე ძალობრივი ქმედებების შედეგად დაიღუპა. ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტზა. მიმდინარეობს გამოძიება", _ იუწყება რუსული მედია საელჩოს თანამშრომელზე დაყრდნობით.