"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ დაძაბულ მდგომარეობას გამოეხმაურა.
გიორგი თარგამაძის თქმით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სასულიერო და ისტორიულ-კულტურული დანიშნულების ნაგებობები წლების განმავლობაში დისკუსიის საგანს წარმოადგენდა. სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებული პრობლემები საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე წლებში გაჩნდა.
მოძრაობის ლიდერმა ქვეყნის საზღვრებთან დაკავშირებულ ზოგად მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს მხოლოდ ერთადერთ მეზობელთან, თურქეთთან აქვს მიღწეული საზღვარზე სადემარკაციო ზოლის შესახებ საბოლოო შეთანხმება, თუმცა სხვა მეზობლებთან ეს პროცესი ჯერჯერობით კვლავ მოუგვარებლად რჩება, მათ შორის არის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარიც.
„ქრისტიან-დემოკრატები" შეშფოთებას გამოთქვემენ სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული პროცესის გამო და უერთდებიან მთელი ქართული საზოგადოების კრიტიკულ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ.
„თემა თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე და ფაქიზი.
სახელმწიფოთა შორის დონეზე ამ საკითხის მოუგვარებლობის და შეუთანხმებლობის გამო, დროის სხვადასხვა მონაკვეთში ადგილი აქვს მსგავს ფაქტებს. ჩვენ გვაქვს ზოგადი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საბედნიეროდ საქართველოსა და აზრებაიჯანს შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა ნამდვილად წარმოადგენს საფუძველს საიმისოდ, რომ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება ხდებოდეს ურთიერთშეთანხმებით. ხოლო მანამ ვიდრე სახელმწიფოთა შორის შეთანხმება პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა, ასევე საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა და სასაზღვრო სტრუქტურების კომუნიკაცია, რათა მართლმადიდებელ სასულიერი პირებს, მომლოცველებს თყ ტურისტებსსამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემები არ შეექმნათ", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.