თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემები საიდუმლო ხდება. ამის შესახებ ცვლილება "ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში" შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კერძოდ, კანონპროექტით უქმდება კოდექსის 44-ე მუხლი, რომელიც პერსონალური მონაცემების საიდუმლოებას ეხება. აღნიშნული ნორმის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
შესაბამისად, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, საჯარო დაწესებულება ვალდებული არ იქნება, თანამდებობის პირთა თუ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემები გაახმაუროს.
კანონპროექტის ავტორია იუსტიციის სამინისტრო.