პარლამენტის Dდღევანდელი რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ქრისტიან-დემოკრატებს" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ალტერნატიული პროექტი აქვთ და იგი ევროკავშირისა წევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, საქართველოში ცხოვრების ბოლო 3 წლიან ცენზს უკავშირდება.
თუმცა, სხდომაზე ვეფხვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის განმარტებით, „ქრისტიან-დემოკრატებს" საკონსტიტუციო ცვლილებებზე ალტერნატივის წარმოდგენის უფლება არა აქვთ.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით ალტერნატივას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სხდომაზე ალტერნატიული წინადადება დეპუტატებს აღარ დაურიგდათ.
კონსტიტუციაში საბოლოო ცვლილებების ფორმულირების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.