პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, კომპიუტერული ცენტრების შექმნასთან დაკავშირებით ღია კონკურსი ცხადდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა საშუალო განათლების მქონე ადამიანს შეეძლება.
,,კომპიუტერული ცენტრების შექმნასთან დაკავშირებით დღეიდან უკვე გამოცხადდა, კონკურსი საქართველოს მასშტაბით. Pპირველ ეტაპზე შეირჩა 300 სოფელი. სოფლები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1 500 -ზე მეტია. Aამ სოფლების ყველა მცხოვრებს ვისაც საშუალო განათლება აქვთ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. ღია კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები გავლიან უკვე ტრენინგებს და სტაჟირებას", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მანჯგალაძემ.
Mმისივე განცხადებით, კონკურსში შერჩეულ კანდიდატებს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ გადაეცემათ ტექნიკური დამხმარე საშუალებები.
,,მათ უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერი და სხვა ტექნიკური დამხმარე საშუალებები. ექნებათ უფასო ტექნიკური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში და ეს ადამიანები შემდეგ თავადვე გაუწევენ სოფლებში მოსახლეობას სხვადასხვა სახის კონსულტაციებს", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ და აღნისნა, რომ კონკურსი 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
"კონკურსი დღეს გამოცხადდა და 15 ივლისის ჩათვლით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მასში ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა".
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება დაფუძნდა.
"როგორც იცით დაფუძნდა კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება. სიმბოლურია, ის, რომ საზოგადოება ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში დაფუძნდა, სწორედ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით მე-19 საუკუნის მიწურულს ქართული საზოგადოების ყველაზე პროგრესულმა და თვალსაჩინო წარმომადგენლებმა წერა-კითხვის ცოდნა მიიჩნიეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ამიტომ თანამედროვე სამყაროში კომპიუტერული ცოდნის გავრცელება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მე-19 საუკუნეში წერა-კითხვის გავრცელება და სწავლება იყო", _ განაცხადა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.