ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს და მეტიც, მის წინააღმდეგ მსიცემს ხმას.
ლორთქიფანიძის განმარტებით, პარლამენტს აღნიშნული ცვლილებების განხილვის არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება არ აქვს.
მისი თქმით, ამ ინიციატივაზე პოლიტიკური შეფასებაც რომ არ გააკეთოს, ის მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებითაც მიმდინარეობს.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, ინიციატივაში თავდაპირველი ფორმულირების შემდეგ, უამრავი ცვლილება შივიდა და მისი დღევანდელი განხილვა პროცედურების დარღვევაა.