ფრანსუა ოლლანდი საფრანგეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა 400 სტუმარმა მიიღო ელისეის სასახლეში ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.
კერძოდ, ფრანსუა ოლლანდს ბირთვული კოდი და სხვა საიდუმლო მასალები უკვე გადაეცა. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ცერემონიის დასრულების შემდეგ ელისეს სასახლე დატოვა.