პრეზიდენტის პრესპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მილანში რამდენიმე საათი გაჩერდა .
"პრეზიდენტი სააკაშვილი გაემგზავრა, როგორც გითხარით, აშშ-ში ევროპის გავლით, სადაც ხვალ იწყება სამუშაო ვიზიტი. გადაფრენის მარშუტი ითვალისწინებდა რამდენიმე საათიან გაჩერებას მილანში", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მანანა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, გაზეთ ,,ალიას" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულია მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, რომელიც თბილიში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მილანში პრეზიდენტის ,,შოპინგს" ასახავს.