საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის არსებული სამთავრობო კომისია საზღვრის დემარკაციის საკითხზე მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დიდი ნაწილი საზვღრისა შეთანხმებულია. დარჩენილია რამდენიმე პრობლემატური მონაკვეთი, რომელზეც ჩვენს მეგობრებთან ნაზერბაიჯანში საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, ეს საკითხი საკმაოდ ფაქიზია და პრეზიდენტრის პრესსპიკერმა ყველას მოუწოდა ამ საკითხს სიფრთხილით მოეკიდონ.
"მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ეს არის ფაქიზი საკითხი და საკმაოდ სიფრთხილით მოვეკდოთ ამ თემას", - განაცხადა მანჯგალაძემ.