საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ხვალ ვიზიტს იწყებს, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.
"ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ეწვევა ნიუ იორკს, ლოს ანჟელესს და ჩიკაგოს. 20-21 მაისს იგი მონაწილეობას მიიღებს ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის მუშაობაში. ამას გარდა, პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს შეერთებული შტატების პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან; ასევე დაგეგმილია რამდენიმე საჯარო გამოსვლა, მათ შორის, წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში", - განაცხადა მანჯგალაძემ.