საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მმართველ გუნდს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებასთან დაკავშრებულ საფრთხეებზე, კვლავ მიუთითებს.
როგორც იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, საიას წარმომადგენლმა თათული თოდუამ განაცხადა, ორგანიზაციისთვის ცვლილებების მთავარი არსი და პრინციპი მიუღებელია.
მისი განმარტებით, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეები უნდა ღებულობდნენ.
,,მნიშვნელობა არა აქვს კონსტიტუციაში როგორი ფურმულირება ჩაიწერება, ბოლო 5 წელი, 10 წელი თუ სხვა. აღნიშნული ცვლილება ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი ადამიანის, მოვლენის თუ გარემოების გამო ხდება, რაც საიასთვის კატეგორიულად მიუღებელია", - აღნიშნა თოდუამ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლო ვარიანტით, "2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან საქართველოში, ბოლო 5 წელიწადი მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა".
ცვლიელებას მეორე მოსმენით დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.